მე-5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სცემა

2024-04-06 19:51:39

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მე-5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სცემა.

დაპირისპირება შესვენების დროს დაიწყო, რის შედეგადაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

დაზარალებული მოსწავლის დედა მომხდარი ფაქტის გამოძიებასა და ფსიქოლოგების ჩართვას ითხოვს.

"ბავშვმა დამირეკა, სამშაბათი დღე იყო, სანამ დაიწყებოდა გაკვეთილები, მანამდე 5 წუთი აკლდა, დედა ცუდად ვარო…კლასელმა თავში ფეხი ჩამარტყაო. როგორც ასეთი, დაზიანებები არ ყოფილა, მაგრამ სისხლდენით მყავს დღემდე. დღემდე სისხლდენით არის ბავშვი…მივედი განათლების სამინისტროში, არანაირი რეაგირება", - ამბობს დაზარალებული მოსწავლის დედა.

 

წყარო: მთავარი არხი