ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შუახნის ქალი მოკლეს, მისი ქმარი კი დაჭრეს. მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.