ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამავე შენობაშია განთავსებული "საქართველოს ფოსტაც".
ცეცხლი მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
მათივე ცნობით, ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და პირველ სართულზე, სადაც "საქართველოს ფოსტა" ფუნქციონირებს, არ გადასულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.