საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საგამოძიებო უწყება თავად ავრცელებს:
პროკურატურა წერს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, - წერს პროკურატურა.