ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტი 31 წლის ქალია. მას საკეისრო კვეთა კლინიკა BMS-ში ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, ქირურგიული ჩარევის დროს მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ექიმებმა მშობიარე ქალის ადგილზე მკურნალობა ვერ მოახერხეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკა "ბაუ"-ში გადაამისამართეს, თუმცა კლინიკაში მისი გადარჩენა ვერ მოახრეხეს.
ოჯახი მედიკოსების დაუდევრობახე საუბრობს .