ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
შემთხვევა დღეს მოხდა. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკა "ბაუ"-ს ინფორმაციით, ქალი, რომელიც ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
კლინიკა აცხადებენ, რომ ქალის გადარჩენა სწორედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.
"31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში "ბაუ"-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა",- აცხადებენ "ბაუ"-ში.