ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდ კუხში ხანძარს კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, სადაც 80 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა.
კაცს, სავარაუდოდ, ეძინა და ცეცხლის გაჩენა ვერ გაიგო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.