მოსკოვში ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა.
ირინა სოკოლოვა და მისი მეუღლე რომან სოკოლოვი ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ჩაცხრილეს.
გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ მოსკოვში სამძიმარზე ტერაქტების რისკის გამო ვერ ჩადიან.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს.
ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 11 ადამიანი დააკავა. უწყების თქმით, მათგან 4 უშუალო მონაწილე იყო.