ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

2024-03-25 11:18:53

თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც.