წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და სტადიონთან აღმართულ კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სატვირთო მანქანის მძღოლი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.