ოზურგეთში 40 წლამდე კაცი დაჭრეს.
მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს.
დაშავებული ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა, და 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა ტარების, მიმდინარეობს.