იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეტყობინება პოლიციაში გამთენიას შევიდა.112-ში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და თქვა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ორი ადამიანის სილუეტი შენიშნა.
ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტეს, რის შემდეგაც ორი ადამიანის დაკავება შეძლეს. 34 და 39 წლის ბრალდებულებს ჩხრეკისას ხელთათმანები, ხრახნი და საკეტი აღმოუჩინეს.
დადგინდა, რომ დაკავებულებმა ორი ბინა გაძარცვეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.