ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 50 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მან ქალის გაუპატიურება სცადა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, ქალმა მოძალადისთვის ნიღბის მოხსნა შეძლო, რის შედეგადაც, თავდამსხმელი ამოიცნო. ბრალდებულმა მიმალვა სცადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.