ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაცია თავდაპირველად "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, დაშავებული ქალი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.