კახეთში, დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტრო ბოძს შეეჯახა.
ავტომობილის მძღოლმა, 45 წლამდე ქალმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ავარიის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა დამინისტროში ვარკვევთ.