ვარშავაში ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პოლიციამ ქართველი მოპარული ჩანთების ლომბარდში ჩაბარების მცდელობისას აიყვანა.
ირკვევა, რომ 35 წლის კაცი მოპარულ ჩანთებს მაისურის ქვეშ მალავდა. პოლიციამ ინფორმაცია მაღაზიის მოლარესთან გადაამოწმა. ვარშავის საოლქო პროკურორის მოთხოვნით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს განმეორებითი მოქმედების პირობებში, დაახლოებით 2 500 ლარის ღირებულების ქონების ქურდობისთვის 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.