ვიქტორ ვაშაკიძეს 100 წელი შეუსრულდა (ფოტოები).

2016-12-15 13:55:14

რუსთავის ერთ-ერთ უხუცეს მოქალაქეს ვიქტორ ვაშაკიძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა. იუბილე ვიქტორ ვაშაკიძეს შვილებთან, შვილიშვილებთან და  შვილთაშვილებთან ერთად, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ქვემო ქართლის გბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, ვიქტორ ვაშაკიძეს 100 წლის იუბილე პირადად მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ქალაქის მერიისგან უხუცეს მამაკაცს ფულადი საჩუქარი 300 ლარის ოდენობით, პირად ანგარიშზე დაერიცხა.