ხონში შუახნის ქალი დაჭრეს.
ადგილობრივი მედიის "მეგა ტვ-ის" ინფორმაციით, ქალი, რომელიც ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებულია სიძემ დაჭრა. ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული.
დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, მამაკაცი უკვე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.