კიდევ ერთი სიახლე კანონში

2024-03-15 16:40:18

"კანონპროექტში სიახლე შემოდის - ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება", თქვა "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბითაძემ, საკომიტეტო სხდომაზე.

"ჩვენ, ყველას, ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ - იმ ვეტერინარული წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილია", - განაცხადა ბითაძემ.