პოლონეთში, ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასაზღვრო დაცვის ოფიცრებმა გორზოვიდან გააჩერეს პოლონური სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო, რომელსაც 45 წლის ქართველი მართავდა. გამოძიებით გაირკვა, რომ კაცმა სამართალდამცავებს ყალბი მართვის მოწმობა წარუდგინა.
როგორც მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ დანაშაული აღიარა. მას დაუყოვნებლივ მიესაჯა 8 თვიანი პატიმრობა, ასევე 2 წლით პირობითი სასჯელი და ფულადი ჯარიმა 2000 ზლოტის ოდენობით.
"კაცი უცხოელთა დაცულ ცენტრში ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც მას საქართველოში დაბრუნებას დაავალდებულებს", - წერს გამოცემა.