Numbeo აქვეყნებს 2024 წლის იმ ქალაქების სიას, სადაც სასურსათო პროდუქციის ფასების ინდექსი ყველაზე მაღალია. რეიტინგში ჯამში 388 ქალაქია წარმოდგენილი.
რეიტინგში თბილისი 84-ე ადგილზეა. Numbeo ს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში სურსათის ფასები ასე გადანაწილდა:
1 ლიტრი რძე - 4.4-დან 7-ლარამდე
თეთრი პური 500 გრ. – 1.2-დან 4-ლარამდე
ბრინჯი 1 კგ. – 2.5-დან 8-ლარამდე
12 ცალი კვერცხი - 5.4-დან 8.4 ლარი
ადგილობრივი წარმოების ყველი - 12-დან 40-ლარამდე
ქათმის ფილე 10-დან 23-ლარამდე
ძროხის ხორცი - 20-დან 32 ლარამდე
პომიდორი - 1.8-დან 7.45 ლარამდე
კარტოფილი - 1-დან 3-ლარამდე
1 ბოთლი ღვინო - 12-დან 30-ლარამდე
რაც შეეხება ბათუმს, ის რეიტინგში 142-ე ადგილზე მოხვდა. ბათუმის სურსათის ფასები ასე გამოიყურება:
1 ლიტრი რძე - 3.7-დან 6-ლარამდე
თეთრი პური 500 გრ. – 1-დან 4-ლარამდე
ბრინჯი 1 კგ. – 3-დან 7-ლარამდე
12 ცალი კვერცხი - 4.5-დან 7.8-ლარამდე
ადგილობრივი წარმოების ყველი - 15-დან 40-ლარამდე
ქათმის ფილე - 10-დან 25-ლარამდე
ძროხის ხორცი - 20-დან 30-ლარამდე
პომიდორი - 2.5-დან 6-ლარამდე
კარტოფილი - 1.2-დან 3-ლარამდე
1 ბოთლი ღვინო - 15-დან 30-ლარამდე
იმ ქალაქების ათეული, სადაც სურსათი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:
ჰამილტონი, ბერმუდას კუნძული
ბაზელი, შვეიცარია
ლოზანა, შვეიცარია;
ციურიხი, შვეიცარია
ჟენევა, შვეიცარია
ბერნი, შვეიცარია
ჰონოლულუ, აშშ
ნიუ-იორკი, აშშ
სან ფრანცისკო, აშშ
ბოსტონი, დიდი ბრიტანეთი
რაც შეეხება ქალაქებს, სადაც სურსათი ყველაზე იაფია, ათეული ასეთია:
ჩელიაბინსკი, რუსეთი
ჩანდიგარჰი, ინდოეთი
ლუკნაუ, ინდოეთი
ისპაანი, ირანი
კაირო, ეგვიპტე
ისლამაბადი, პაკისტანი
ალექსანდრია, ეგვიპტე
კარაჩი, პაკისტანი
ლაჰორი, პაკისტანი
ლაგოსი, ნიგერია
წყარო: ბიზნესპრესნიუსი