რიგ კომპონენტებში როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად.
ასევე ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის.
მესამე მიმართულება გახლავთ საქართველოს მოქალაქეები, ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა, რომელიც აქამდე მოგეხსენებათ იყო აკრძალული.
კანონპროექტით მისი მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი, უმაღლესი განათლების კანონში, ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია",- განაცხადა ამილახვარმა.