ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ სიმონეთთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.