იტალიაში, სალერნოში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოძიების თანახმად მკვლელობა 2 მარტს, პირადი უთანხმოების ფონზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.
სალერნოში მოკლული 49 წლის ქართველის მკვლელობისთვის დაკავების ორდერი პროკურატურამ გასცა.
გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა რამდენიმე თვითმხილველი, რომელთა თანახმადაც, დაკავებულმა მსხვერპლი სასტიკად სცემა. ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება პოლიციის გამოძიების საფუძველზე მოხდა.