პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოს მიერ, სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე დადგენილება გამოსცა.
დადგენილების მიხედვითაც, სუროგატი დედის მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ გამოქვეყნებული.
„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები,“- წერია დადგენილებაში.
დადგენილება ძალაში 1-ელი მარტიდანაა.