გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა ჩოლოქის დასახლებაში მოხდა.
TV25-ის ინფორმაციით, 27 წლის კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის პირველ მარტს ბათუმში გაუჩინარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.