 
         2024-03-04 11:42:00
2024-03-04 11:42:00 
    
		
		
			"საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს", - ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
"საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. 2023 წელს, 965 მათგანი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტებიდან გასამგზავრებლად.
ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდება",- დაწერა საელჩომ.