ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-03-02 18:24:45

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს ოთხი დაშავებული, აქედან ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

შემთხვევის შესახებ პირველადი ინფორმაცია "სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა.