სასამართლოს დარბაზში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ადვოკატი ია რეხვიაშვილი.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.
„ქალბატონი ია თითქმის 30 წელი ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, — წერს დავით ასათიანი თავის ფეისბუკგვერდზე.