გერმანიაში, ოპტიკის მაღაზიიდან სათვალეების და აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების პროდუქციის ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული 33 წლის ქართველია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მამაკაცმა რამდენიმე ასეული ევროს ღირებულების სათვალე და აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების ელექტრონული აქსესუარები მოიპარა. ქართველი დაცვამ ადგილზევე დააკავა, მისი თანამზრახველი კი მიმალვაშია.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.