თბილისში, სამგორის რაიონში მკვლელობა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა ქალი.
ამ ეტაპისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.