მიხეილ სააკაშვილი გაამართლეს

2017-12-11 22:10:30

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა მოითხოვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის 175 მუხლით თავისუფლების აღკვეთას და შიდა პატიმრობას. პეჩორის ოლქის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროცესზე დასწრების უფლება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, ოჯახის წევრებს და ჟურნალისტებს ჰქონდათ. სასამართლოს შენობის გარეთ ასეულობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი, ხოლო პერიმეტრს 300-მდე პოლიციელი აკონტროლებდა.

RUSTAVI