მადრიდში 16 წლის ბიჭმა 23 წლის ქართველი დაჭრა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ვილავერდეს რაიონში, მანოხო დე როსას ქუჩაზე მოხდა.
მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეს, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან, ორი არასრულწლოვანი ჯერ ბოთლით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა ის ცივი იარაღით დაჭრა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზები, ამ დროისთვის უცნობია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ და ექიმებს კაცი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ და მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. დაჭრილს გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვაბეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დაკავებული 16 წლის ბიჭი კი ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქის პროკურატურის არასრულწლოვანთა განყოფილებას გადასცა.