ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე, მსუბუქი ავტომობილი კურიერს დაეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებული 21 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა - "ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და ფეხზე მცირე ჭრილობა აქვს".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.