იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს.
ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ.
მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები უცნობია.