იცოდი? - რომ საქართველოში პირველი ქართული ფოლადი რუსთავში გამოადნეს

2024-02-10 03:15:18

იცოდი? - რომ საქართველოში პირველი ქართული ფოლადი რუსთავში გამოადნეს.

ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინ, როდესაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობა 20 000 ადამიანისგან შედგებოდა ხელოსნობა მაშინდელ რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარგი იყო.

ამაზე მოწმობს ჩვენს ისტორიულ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არაერთი არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები.

მაშინდელი რუსთაველები მაღალ დონეზე ფლობდნენ ლითონისა და მინის წარმოებას.

17 საუკუნიანი პაუზის შემდეგ მე-20 საუკუნეში ხელახლა აშენებული რუსთავი საქართველოში გახდა პირველი ქალაქი, სადაც პირველი ქართული ფოლადი ჩამოისხა.

პირველი ქართული ფოლადი ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ  "რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულ მეტალურგიული ქარხანაში 1950 წლის 27 აპრილს ჩამოისხა.

74 წლის წინ პირველი 150 ტონა ფოლადის ნადნობი მარტენის საამქროში დამზადდა. ამ ფოტოზე კი ნაჩვენებია ფოლადის პირველი ნიმუში.

ამ ფოტოზე კი პირველი მეფოლადეები არიან აღბეჭდილი. ადამიანები, რომლებმაც პირველი ქართული ფოლადი გამოადნეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები