პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, შაბათს, დილით ადრე, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა, იუწყება "როიტერსი".
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
რაც შეეხაბათ დაშავებულებს, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. მესამეს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
რა იყო დამნაშავის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.