იცოდი? - რომელ წელს გამოჩნდა პირველი ტროლეიბუსი რუსთავში

2024-02-02 14:30:26

იცოდი? - რომელ წელს გამოჩნდა პირველი ტროლეიბუსი რუსთავში.

ბევრი რუსთაველის მეხსიებერებას, შესაძლოა, შემორჩენილი ჰქონდეს 2000-იანების პირველ ნახევარში ქალაქში მოძრავი ტროლეიბუსები, რომელთა დიდი ნაწილით არაერთხელ შეკეთებულ-შეღებილი იყო, ზოგიც ისეთი დაჟანგული, რო არც რესტავრირება შველოდა. შესაძლოა, გახსოვდეთ ცენტრალურ ქუჩებზე ტროლეიბუსის გადასაადგილებლად გაბული ელექტო სადენები.

შესაძლოა ეს ყველაფერი თქვენს მეხსიერებაში შემორჩენილი იყოს, რადგან უახლოეს წარსული იყო, მაგრამ, ალბათ, არ იცით, რომ ტროლეიბუსი პირველად რუსთავში 53 წლის წინ გამოჩნდა.

ახალი სატრანსპორტო საშუალება რუსთავში 1971 წლის თებერვალში გამოჩნდა. ამის შესახებ დაიწერა გაზეთვ "კომუნისტის" 17 თებერვლის გამოცემაშიც. სტატიის ავტორი ზ. მერკვილაძე წერდა: "საიბულეო მზადების დღეებში კარგი საჩუქარი მიიღეს რუსთაველმა მშრომელებმა. გუშინ მწყობრში ჩადგა სატროლეიბუსო ხაზის პირველი პირველი რიგი".

სტატიას თან დართული აქვს პირველი ტროლეიბუსის ფოტოც.

პირველმა ათმა ერთეულმა ტროლეიბუსმა პირველი მარშრუტი მაშინდელი კარლ მარქსის სახელობის მოედნიდან (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) მეტალურგიული ქარხნის სამმართველოს მიმართულებით შეასრულა.

პირველი სატროლეიბუსი ხაზის სიგრძე, რომელიც სამ თვეში გაიყვანეს, 15 კილომეტრი იყო. 1971 წლის თებერვლის ბოლოსთვის ამოქმედდა დამატებითი ხაზი, რომელიც მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს აკავშირებდა.

დროთა განამავლობაში მარშრუტები დაემატა და ტროლოეიბუსმა რუსთავის ორივე ნაპირი მოიცვა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის თითქმის ყველა ერთეული მოძველებული იყო 2000 წლების პირველ ათეულში ტროლეიბუსი მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც გადაადგილდებოდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები