რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს

2024-01-31 00:07:23

რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონში, ე.წ. "სტამბულის" ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 35 წლამდე კაცი პირადი ჩხრეკის მიზნით შეაჩერა.

არსებული ინფორმაციით ჩრეკის შედეგად ახალგაზრდას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.