პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს

2024-01-29 14:12:10

პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, დანაშაული ვროცლავში მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა. შაბათს 27 იანვარს, დილის 5 საათზე ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც 21 წლის ადგილობრივის სიკვდილი მოჰყვა.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა იარაღითაა ჩადენილი მკვლელობა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები