იტალიაში, ლაგონეგროში კარაბინიერებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეს სამართალდამცავები სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმელის მოპარვას ედავებიან.
მედიის ცნობით, 35 წლის კაცმა 200 ევროს ღირებულების ექვსი ბოთლი სპირტიანი სასმელი მოიპარა.
მოსამართლემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პოტენცას მთელ პროვინციაში, ბინადრობის აკრძალვა დაადგინა.