51 წლის კაცმა 15 წლის ბიჭი რამდენჯერმე გააუპატიურა

2024-01-27 13:09:29

ხაშურში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო, 51 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 15 წლის ბიჭზე ცივი იარაღის მუქარით რამდენჯერმე იძალადა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს სავარაუდო მოძალადეს დანა უპოვეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, 51 წლის კაცი ერთ-ერთ სოფელში მარტო ცხოვრობდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.