ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალურ ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში 21 გამარჯვებული გამოვლინდა:
საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმრო - სასტუმრო კაბადონი
საუკეთესო სტანდართული ტიპის სასტუმრო - სასტუმრო ივერია ინნ
საუკეთესო დელუქს ტიპის სასტუმრო - Radisson Blu Iveria Tbilisi
საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი - Rixos Borjomi
საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო - სასტუმრო Quadrum
საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო - Sheraton Batumi
საუკეთესო დაბალბიუჯეტინია სასტუმრო - პუშკინის 10
საუკეთესო MICE ტურიზმი - Georgian Events
საუკეთესო ღვინის ტურიზმი - შატო მუხრანი
საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი - ტურისტული კომპლექსი ზეთა
საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი - წისქვილი ჯგუფი
საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი - გიორგი ლიპარტელიანი
კონცეფტუალური კაფე/რესტორანი - სირაჯხანა
ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მარკეტინგული კამპანია- Where.ge
საუკეთესო სპეციალიზებული ტურისტული სერვისი - ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი პარსა
საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში - Acor ჯგუფის წევრი სასტუმრო მერკური
წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით - Best Western Kutaisi
საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში - ინკლუზიური ტურიზმის ცენტრ პარსას დამფუძნებელი თამარ მახარაშვილი
საუკეთესო ფესტივალი/ღონისძიება - Tbilisi Open Air და ფოტო ფესტივალი ქოლგა.
დაჯილდოებას ესწრებოდა 700-ზე მეტი სტუმარი. დაჯილდოებაზე თითოეული ნომინანტი შეაფასა დამოუკიდებელმა ჟიურიმ. ინფორმაციას "მარკეტერი" ავრცელებს.