რუსთავის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა (ფოტოები).

2016-12-14 13:58:43

რუსთავის ნაგავსაყრელზე ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოები  დასრულდა. განახლებული ნაგავსაყრელი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერეს. ნაგავსაყრელზე რუსთავიდან და გარდაბნიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 957 ტონა ნარჩენი შედიოდა.მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რუსთავის ნაგავსაყრელის განახლების პროექტი, გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, სახლემწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა.