თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები ემატება

2024-01-25 19:07:18

საქართველოს რკინიგზა გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"ძვირფასო მგზავრებო, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს:

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით",- ნათქვამია ინფორმაციაში.