თბილისში, კეკელიძის N1-ში ოჯახის გამოსახლებაა მიმდინარეობს.
გამოსახლების პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილზე მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციაზე 3 პირი, მათ შორის ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ღვინჯილია და ანა დოლიძის პარტიის წევრი, დააკავეს.
ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამენ პოლიციის მანქანაში ირაკლი კაკაბაძეს და გაჰყავთ ტერიტორიიდან.