ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გუშინ ღამით ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის დროს 44 ადამიანი დაშავდა.
23 იანვრის ღამის საათებში ალმათის მცხოვრებლებმა ძლიერი მიწისძვრა იგრძნეს. პირველი ბიძგებიდან 49 წუთში ბიძგები კვლავ განმეორდა.
სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, დუშანბეს აღმოსავლეთით მოხდა და მისი სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდა იყო.
ალმათიში 5 მაგნიტუდის ბიძგები იგრძნობოდა.
დაშავებულთა შორის 10 ბავშვია, რომელთაგან 5 ჰოსპიტალიზებულია, 5 კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის.