ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მზხვერპლით დასრულდა.
ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.