ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2024-01-21 15:09:35

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში კაცი დაჭრეს.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი ან რა მუხლით დაიწყო გამოძიება უცნობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.