2024-01-21 00:16:32
ბათუმში, ხანძრის შედეგად დედა-შვილი დაშავდა.
შემთხვევა სვიშევსკის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაიწვა საცხოვრებელი სახლი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დედა-შვილი სხეულზე მიყენებული დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.